1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების 1-ლი ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე მიღებული შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი