თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი დეპეშით აცნობებს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ ილია ჭავჭავაძის პანაშვიდის ხარჯებისთვის მათ გაუგზავნეს 50 მანეთი. ხელმომწერნი: ბანკის გამგეობის წევრი – დიმიტრი ფავლენიშვილი, ბუღალტერი – დიმიტრი თუმანიშვილი.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი