დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც რუსული და სხვა უცხოური წიგნებიდან უნდა გამოეყოთ ისეთი წიგნები, რომლებიც საქართველოს და კავკასიას ეხებოდა, ასევე გამოეცათ მნიშვნელოვანი წიგნები და დოკუმენტები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი