ნავთობის ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის წარმომადგენელმა კ.ი. სანიცკიმ 1918 წლის 28 მარტს ჩატარებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ვაჭრობისა და წარმოების მინისტრის 16 მარტის დადგენილება იყო ბიუროკრატიული ქმედება, რაც სამთო განყოფილებას განადგურებამდე მიიყვანდა. ადგილობრივი ქვანახშირი ჯერ კიდევ არ იყო მორგებული ფართო მასებზე და არც ყველა სახეობა იყო საკმარისად გამოკვლეული.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერობათა კავშირი | ფონდი 1920 | ანაწერი 1 | საქმე 4
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი