საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19435

ფაქტი 19435

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში გამგეობის თავმჯდომარის მოწვევით ორი ან მეტი განყოფილების შეერთებული სხდომა უნდა გამართულიყო, რომლის თავმჯდომარე თავად გამგეობის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე იქნებოდა. ხელს აწერენ სამუზეუმო განყოფილების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: კორნელი სამსონის ძე კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19435; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .