იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 17009 მანეთი და 78 კაპიკი უანდერძა. ანდერძის თანახმად, თანხის ნაწილი მისი ქართულ-რუსული ხელნაწერებისა და წიგნების გამოცემას, ხოლო ნაწილი სახალხო საგანმანათლებლო ფონდის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი