საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1948

ფაქტი 1948

1917 წლის 29 ოქტომბერს ერობათა კავშირმა ბაქოდან საფოსტო წერილი მიიღო. იუწყებოდნენ, რომ ნავთობთან დაკავშირებული საკითხი საჭიროებდა დროულად მოგვარებას, რათა ქვეყანა მოსალოდნელი შიმშილისგან გადარჩენილიყო. ამის გამო უნდა დანიშნულიყო სასწრაფო შეხვედრა ცენტრალურ ორგანოში, სადაც ყველა ერთად მიიღებდა გადაწყვეტილებას. სხდომის ჩატარების სავარაუდო დღედ დაინიშნა 10 ნოემბერი, პეტროგრადი. წერილს ხელს აწერენ დროებითი ბიუროს განსაკუთრებული ყრილობის თავჯდომარე კირაში და მდივანი ა. კლეინერმანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1948; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .