საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19535

ფაქტი 19535

1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ განსვენებული იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო წიგნებში ბევრი შეცდომა და ყალბი ადგილი იყო, რაც ცუდ გავლენას ახდენდა მოზარდ თაობაზე. ამიტომ, საჭირო იყო პედაგოგებისა და სპეციალისტების კომისიის შექმნა წიგნების – „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ შესასწორებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19535; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .