1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების კრებაზე დ. ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ სკოლები უნდა დაეარსებინათ იქ, სადაც საჭირო იყო მათი არსებობა. მისი აზრით, სოფლის ერთ-ერთ სკოლაში უნდა შეეტანათ რაიმე პრაქტიკული კურსი, სადაც საზოგადოების სხვა სკოლების კურსდამთავრებულები გააგრძელებდნენ სწავლას და სასწავლებლად არ წავიდოდნენ მთავრობის სკოლებში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი