1882 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნიგოითის სკოლის პედაგოგი კონსტანტინე კალანდარიშვილი მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 102 მოსწავლიდან (ვაჟი – 87, ქალი –15 ) 37-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

წყარო: სახალხო სკოლების მასწავლებლების მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1882-1884
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი