საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21647

ფაქტი 21647

1885 წლის 30 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მისი სკოლის მოსწავლეს, აჭარელ მაჰმადიან ქართველს, 23-24 წლის მემედ ჯაყელს, სურდა, სწავლა თავად-აზნაურების სკოლაში გაეგრძელებინა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. საზოგადოებამ უპასუხა, რომ უსახსრობის გამო ჯაყელს ვერ შეეწეოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21647; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .