საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2165

ფაქტი 2165

1924 წლის 12 მარტს, 13:20 საათზე, დაიწყო მორიგი სასამართლო სხდომა კათალიკოს ამბროსისა და საკათალიკოს საბჭოს წევრების საქმეზე. დაცვის ადვოკატი კირილე ნინიძე აცხადებდა, რომ მუშაობისთვის გაუსაძლისი მდგომარეობა ჰქონდათ, კერძოდ, პრესაში ვრცელდებოდა წერილები, რომლებშიც დაცვის ადვოკატებს სინდისით მოვაჭრეებს უწოდებდნენ, რითაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდნენ – „დანაშაულს წინასწარ კვალიფიკაციას უშვრებიანო“. დაცვის მხარე ამ გარემოებათა შესახებ სასამართლოს წერილით მიმართავდა.

წელი:
1924
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
კომუნისტი, 1924 | 12 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2165; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .