1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, იპოლიტე ვართაგავა, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე იმსჯელეს, სურდა თუ არა გამგეობას ჟურნალ „განათლებაში“ ჰქონოდა თავისი განყოფილება, სადაც დაბეჭდავდნენ საზოგადოების შესახებ ყველანაირ ცნობებს. გამგეობამ დაადგინა: 1913 წლის 1-ლი იანვრიდან ჟურნალ „განათლებაში“ თავისი განყოფილებისათვის გადაედოთ 20 თუმანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი