1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დაემტკიცებინა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე და კომიტეტის წევრები: ერთაოზ გიორგის ძე სიდომონ-ერისთავი, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, პართენ ალექსანდრე ძე გოთუა, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, წევრობის კანდიდატებად – გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მირიანის ძე ჩითავიშვილი, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, ხაზინადარი კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე და დროებითი მდივანი პართენ გოთუა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი