1916 წელს გახსნილ მეორე ონტოფოს, ძველი სენაკისა და ლეძაძამეს ბიბლიოთეკებს განაგებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი