1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, საწევრო გადასახადის სიმცირე არ იყო გარანტია იმისა, რომ საზოგადოების წევრები საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ. გორის, ბათუმის, ჭიათურისა და თბილისის სახალხო უნივერსიტეტებში საქმეს არავინ აკეთებდა მიუხედავად იმისა, რომ 1 მანეთი იყო საწევრო გადასახადი. საქმის კეთების დროს მთავარი ადამიანების შეგნება იყო და არა მცირე საწევრო გადასახადი. სახალხო უნივერსიტეტის წევრებს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონოდათ და საქმე გაეკეთებინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი