1914 წლის 14 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. ცინცაძემ განაცხადა, რომ წინა კრებაზე საწევრო გადასახადის შემცირების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მომხსენებელი ნოე ჟორდანიას შეეხო და მის მოძღვრებას ეროვნული იდეების საწინააღმდეგო მოძღვრება უწოდა. ცინცაძის აზრით, კრებაზე ნოე ჟორდანიას ხსენება სრულიად უადგილო და ზედმეტი იყო, ვინაიდან განსახილველ საკითხს არ ეხებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი