1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განსვენებული ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის ხსოვნის აღსანიშნად გამგეობის მიერ 9 დეკემბერის საგანგებო კრებაზე გამოტანილი რეზოლუცია გააცნო – გარდაცვლილის სურათები საზოგადოების კანცელარიასა და ეროვნულ მუზეუმში უნდა დაეკიდათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი