1909 წლის 20 დეკემბერს გამართულ კრებაზე დადგინდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების დაარსება. გამგეობის თავმჯდომარედ დასახელდა სერგო ნიკოლოზის ძე რუხაძე, ხოლო წევრებად – ექიმი მელიტონ გიორგის ძე არიშიძე (არეშიძე), სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე, გრიგოლ როსტომის ძე თავდგირიძე, ბესარიონ დოლიძე, თომა ბესარიონის ძე მეგრელიშვილი და დიმიტრი კოტრიკაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილება დაბა ჩოხატაურში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი