„სავაჭრო ფლოტის საზღვაოსნო გემებზე შტურმანების საცურაო ცენზის გამოსათვლელი წესები“ 18 მუხლიანი დოკუმენტია შტურმანის წოდების მიღების მსურველთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. მის უტყუარობას ადასტურებს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი ს. ტიმაშევი 1910 წლის 24 ივნისს. სავაჭრო ნაოსნობის განყოფილების უფროსის ნაცვლად ხელს აწერს ს. ვესელაგო; განყოფილების უფროსის მაგივრად დაამოწმა პ. ვასილევმა. წესები ძალაში უნდა შესულიყო 1911 წლის 1-ლი იანვრიდან.

წყარო: გზათა სამინისტროს ბრძანებები და განკარგულებები ფოთის პორტის მიერ გემების მიღების და შავ ზღვასა და მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნის შესახებ | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 2
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი