1918 წელს გიორგი ლასხიშვილმა თბილისის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას მისწერა, რომ კერძო სასწავლებლების დაარსების შემთხვევაში მათ სასწავლო გეგმა განათლების სამინისტროსთვის წინასწარ უნდა გაეცნოთ. ასევე აცნობეს, რომ კანონით საღვთო სჯული სავალდებულო საგნად არ ითვლებოდა.

წყარო: სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების განახლების შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი