საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2279

ფაქტი 2279

1918 წლის 27 ნოემბერს საქართველოს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა გიორგი თუმანიშვილმა ფინანსთა და სავაჭრო-სამრეწველო მინისტრ გიორგი ჟურულს წერილობით სთხოვა, ეცნობებინა, როდის შეეძლო მისდამი რწმუნებულ სამმართველოს ფოთის პორტის სამმართველოსგან გემების ჩაბარება და გადმოსაცემი გემების სია გაუგზავნა. გიორგი თუმანიშვილთან ერთად წერილს ხელს კანცელარიის გამგე როლკე აწერდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2279; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .