1910 წლის 5 ივნისს ქუთაისისა და სენაკის სააზნაურო სკოლების სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას. ის მიზეზად ასახელებდა კომიტეტის ფაქტობრივ უმოქმედობას: წევრთა უმრავლესობის (დავით ხელთუფლიშვილი ავადმყოფობდა, დავით ლორთქიფანიძეს საკმარისი დრო არ ჰქონდა, სერგი ჯაფარიძე და ნიკოლოზ ჭიჭინაძე თბილისში ცხოვრობენ მუდმივად) სისტემატური დაუსწრებლობის გამო უმცირესობაში აღმოჩენილ წევრებს (დავით ბაქრაძეს, იასონ ბაქრაძესა და კირილე ლორთქიფანიძეს) კანონით არავითარი გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ რჩებოდათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი