საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22876

ფაქტი 22876

1912 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა, იაზონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას შეატყობინა ბაღდათის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის სურვილი ფილიალის საზოგადოების დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ. ქუთაისის განყოფილებამ გამგეობას ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობა სთხოვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22876; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .