1911 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობის მდივანმა სერგო კაკაბაძემ დავით ბაქრაძეს თანამდებობიდან გადადგომის განცხადების პასუხად სთხოვა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე კვლავინდებურად ეკისრა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომ სკოლების საქმესთან დაკავშირებით უხერხული მდგომარეობა არ შექმნილიყო. მანამდე კი მთავარი გამგეობა ქუთაისისა და სენაკის სკოლების მართვაგამგეობის მოწყობის თაობაზე იმსჯელებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი