1919 წლის 30 იანვარს გზათა სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების საქმეების რწმუნებულმა ირაკლი გოპაძემ (ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ლეონიდ ჯაფარიძე) საავტომობილო განყოფილების მატერიალური ნაწილის მმართველს სთხოვა გაეცა განკარგულება სამხედრო რკინიგზების ლიკვიდაციის ყუთების სამინისტროს არქივში გადაზიდვის დასამთავრებლად 1-ელ თებერვალს, 10 სთ-ზე სამინისტროს შენობაში საბარგო მანქანა გაეგზავნათ.

წყარო: გზათა სამინისტროს განყოფილებებთან მიმოწერა | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 6
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი