საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23456

ფაქტი 23456

1912 წლის პირველ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვის განცხადება ალექსანდრე როინაშვილის 2  ობიექტივის შესყიდვის შესახებ, რის საფასურადაც ის გამგეობას ძველი ეკლესიებისა და ციხე-კოშკების სურათებს გადასცემდა. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ დ. ერმაკოვს გადაუღია იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვის 4 ფოტო, რომლის საფასურიც 40 მანეთს შეადგენდა. გამგეობამ დაადგინა: მიეწერათ დ. ერმაკოვისთვის, რომ ობიქტივების ფასი 360 მანეთს შეადგენდა და თუ ის ობიექტივებს ამ ფასად იყიდდა, საზოგადოება მზად იყო მისგან სურათები შეეძინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23456; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .