1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად მასწავლებელ მაქსიმე მარკოზაშვილს ატენის სკოლაში მისვლისთანავე გაუვრცელებია ხმა, რომ სკოლა უფასო იყო და ამის შემდეგ სოფლის მოსახლეობას გაუშვია ბავშვები სკოლაში სასწავლებლად და ასევე წარმოდგენილია მეორე ცნობაც, რომ ატენის მოსახლეობას კომლზე უნდა გადაეხადა წელიწადში 2 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი