ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალის გამგეობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნებადართული წიგნსაცავ-სამკითხველოებიდან 1911 წელს გაიხსნა მხოლოდ ორი – სვირსა და ხრესილში. ლაილაშში არ გახსნილა, რადგან საბუთი არ ჰქონდა მიღებული გამგეობას (ხელმომწერნი: თავმჯდომარის ამხანაგი ი. ოცხელი და მდივანი ი. ბაქრაძე).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი