1911 წლის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების (თავმჯდომარის ამხანაგი, ი. ოცხელი და მდივანი ი. ბაქრაძე) ანგარიშში გამგეობის ერთ-ერთ მთავარ საქმიანობად დასახელებულია წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნა. სახელდობრ, ფილიალის მზრუნველობით სამკითხველოები გაიხსნა: ქუთაისში (არქიელის გორაზე), სიმონეთში, კურსებში, ხრესილში, სვირსა და სუფსაში, ხოლო მთავარი გამგეობის მიერ დაარსებული ქვიტირისა და მუხიანის სამკითხველოები მოგვიანებით გადააბარეს ქუთაისის განყოფილებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი