1918 წლის 8 იანვარს გზათა სამინისტროს კომისარმა მელიქ ასლანოვმა რკინიგზის უფროსს მიმართა, რომ ამიერკავკასიაში შექმნილი დიდი ფინანსური სიძნელეების გამო მოსამსახურეების ხელფასების დროულად გასაცემად ცენტრალური კომიტეტის მოსამსახურეებთან ერთად კონკრეტული ზომების მიღება იყო საჭირო. გზების სალაროში თანხის შესვლის მიზნით თავდაპირველად მატარებლით უფასოდ მგზავრობას დაუპირისპირდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას შორაპნისა და ყვირილას რკინიგზის სადგურის კომიტეტი მოითხოვდა.

წყარო: ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის საქმე. ბრძანება რკინიგზაზე მცირე სიჩქარის ტვირთების გადაზიდვის წესების შესახებ. დროებითი მთავრობისა და სრულიად რუსეთის რკინიგზის დამფუძნებელი ყრილობის დადგენილებები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 4
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი