საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2436

ფაქტი 2436

1918 წლის 5 იანვარს მატვეევმა ორდუბატიდან თბილისში გაგზავნა დეპეშა თხოვნით, სასწრაფოდ შეატყობინონ, აქვთ თუ არა მოსამსახურეებს ძარცვით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გარანტია, ასევე მიეცემათ თუ არა დახმარება ძარცვისას ჩადენილი მკვლელობის და უბედური შემთხვევების დროს მოსამსახურეთა 2 ოქტომბრის კრების დადგენილებისა და დელეგატ გერბეცის განკარგულების თანახმად. 10 იანვრამდე პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში მოსამსახურეები თანხმობას გარანტიად ჩათვლიან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2436; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .