1914 წლის 20 აგვისტოს დაბა ცხინვალში გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მოწვევით ჩატარდა კრება, რომელსაც 30 პირი დაესწრო. კრების მონაწილენი გაეცნენ ქართველთა შორის წერა-კითვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებასა და საზოგადოების საერთო კრების მითითებებს ცხინვალში საზოგადოების განყოფილების გახსნის თაობაზე. კრებამ დაადგინა, გაეხსნა გორის მაზრის დაბა ცხინვალში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების განყოფილება შემდეგი სახელწოდებით: კავკასიის სამეფისნაცვლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი