ვერსალის საზავო კონფერანციის შემდეგ 1919 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში ჩრდილოკავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიდარ ნაჟმუდტინის ძე ბამატმა განაცხადა, რომ იცვლებოდა ვითარება, როცა საფრანგეთი აღმოსავლეთ ევროპაში გერმანიის საპირწონედ რუსეთის ძლიერი სამხედრო სახელმწიფოს შექმნას ემხრობოდა, მხარს უჭერდა რუსეთის აღდგენა-აღორძინებას ძველ საზღვრებში და თვალს ხუჭავდა ყოფილ იმპერიაში შემავალ ხალხთა ჩაგვრაზე.

წყარო: „ვოლნი გორეცი" („ВОЛЬНЫЙ ГОРЕЦ"– „თავისუფალი მთიელი'), №6, 1919 წლის 20 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი