1918 წლის 25 იანვარს ორდუბატიდან ტრესკინსკი ინჟინერ სბორშჩიკოვს სწერს, რომ ამიერკავკასის კომისარიატმა განკარგვისთვის გადასცა მენარდეების – იშხანოვისა და ბაბაევის თხოვნა, თავიანთ მუსლიმ მუშებს შესთავაზონ, რომ ყველა მენარდემ თავისი წრიდან ორი ან სამი პირი შეარჩიოს და, ამ მენარდეების სომეხ მოსამსახურეებთან ერთად, ათისთავების – ავაქოვისა და აგახანოვის თანხლებით თბილისში წავიდნენ ანგარიშის მისაღებად. მუშა დელეგატებს მატარებლით მგზავრობის ხარჯებს მენარდეები აუნაზღაურებენ.

წყარო: ჯულფა-ბაქოს სამხედრო რკინიგზის სალიკვიდაციო კომისიის სხდომათა ოქმები, მოხსენება და მიმოწერა ზემოხსენებული რკინიგზის მშენებლობის საქმეთა ლიკვიდაციის საკითხის შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი