საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24889

ფაქტი 24889

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს 90 წევრის საწევრო გადასახადი 270 მანეთს შეადგენდა, გასართობ საღამოებიდან შემოვიდა 210 მანეთი, შემოწირულობებიდან მიიღეს 14 მან. 20 კაპ. სულ განყოფილების 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 494 მანეთსა და 20 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24889; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .