1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა ცხინვალის განყოფილების გამგეობის 1915 წლის შემადგენლობის სია. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, მისი მოადგილე – იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, მდივანი და ხაზინადარი – არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი, წევრები – იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი და მიხეილ დავითის ძე კობალაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი