საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25015

ფაქტი 25015

1912 წლის 5 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ამავე საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს თელავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, ანასტასია რაფიელის ასული კახიძისა, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი-ყორჩაბაშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, ნიკიფორე იესე ძე მამინაიშვილი, გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი, გ. დ. იორდანაშვილი, ალ. ვახვახიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25015; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .