საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25071

ფაქტი 25071

1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილის ნამსახურეობის სია და თბილისის პირველ ქალთა გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების ატესტატი. თელავის განყოფილების გამგეობა სთხოვდა სახალხო სკოლების დირექტორს ნება დაერთო შიუკაშვილისთვის დროებით შეესრულებინა მასწავლებლის მოვალეობა თელავის სკოლაში. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25071; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .