საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25078

ფაქტი 25078

1910 წლის 25 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, არაუგვიანეს 5-6 აგვისტოსა ასი თუმნის კრედიტის მიცემა ქ. თელავში წიგნებისა და სასწავლო ნივთების მაღაზიის გასახსნელად. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი თამარ აბაშიძისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25078; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .