საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25106

ფაქტი 25106

1909 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ და გამგეობის მდივანმა თამარ აბაშიძემ სთხოვეს 1908 წლის ზაფხულში თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძის სახელზე გამოგზავნილი ათი ყულაბის თელავის განყოფილებისთვის დათმობა. ამ ათი ყულაბიდან ხუთი უკვე დარიგებული ყოფილა სხვადასხვა ოჯახში ფულის მოსაგროვებლად, ხუთი კი ინახებოდა თამარ აბაშიძის მეუღლესთან. თელავის განყოფილება ასევე სთხოვდა მთავარ გამგეობას ფულს, რომელიც ყულაბებში აღმოჩნდებოდა. თუ ეს არ იქნებოდა შესაძლებელი, თელაველები ფულს მთავარ გამგეობას გაუგზავნიდნენ, ყულაბებს კი დაიტოვებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25106; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .