საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2523

ფაქტი 2523

1918 წლის 24 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორმა, მაიორმა ყარალაშვილმა გამოსცა სავალდებულო დადგენილება (ხელს აწერს კანცელარიის მმართველი ბ. ჩუბინიძე) – საქართველოს რკინიგზის, ქ. ფოთისა და ფოთის ნავსადგურებისთვის, მათი მიდამოებით, გუბერნიათა საერთო დაწესებულებების 23-ე მუხლის მე-19 დამატების თანახმად, მოძრაობა აიკრძალა ქ. ფოთის ქუჩებში 23-დან 5 საათამდე, ნავსადგურში – 20-დან დილის 5 საათამდე; ასევე ღვინითა და ყველანაირი მაგარი სასმლით ვაჭრობა და სმა; ღვინის სავაჭრო სარდაფებში, რესტორნებსა და საზოგადო საკრებულოში ღვინით ვაჭრობა, ყველა გასართობი დაწესებულება, ასევე დუქნები უნდა დაიკეტათ არაუგვიანეს 22 საათისა, სავაჭრო დუქნები და სხვა დაწესებულებები კი – არაუგვიანეს 19 საათისა; სასტიკად იყო აკრძალული იარაღიდან სროლა. გენერალ-გუბერნატორის მიდამოებსა და ქუჩებში მთვრალის გამოსვლა; დადგენილების დამრღვევნი დაისჯებოდნენ სამი თვე ციხით და სამი ათას მანეთამდე ჯარიმით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2523; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .