საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2533

ფაქტი 2533

1918 წლის 2 ოქტომბერს გზების უფროსმა გზათა სამინისტროს რესპუბლიკის ჯარების გადაადგილების ხელმძღვანელის მოადგილე ბახუტოვის 30 სექტემბრის დეპეშის ასლთან ერთად დეპეშაც გაუგზავნა, რომელიც რკინიგზის დაცვის თანამშრომელთა უფასო მგზავრობას ეხებოდა. შეატყობინა, რომ მითითებები რკინიგზის დასაცავად დანიშნულ ჯარებს კავკასიის სამხედრო ოლქის ფარგლებში მხოლოდ ომიანობის დროს შეეხებოდა და სთხოვა, ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის მითითებები მიეცათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2533; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .