საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25545

ფაქტი 25545

1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წლიურ კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის იმდროინდელი მდგომარეობა. ხმათა უმრავლესობით კრებამ გამგეობას დაავალა თავადაზნაურობის წინაშე შუამდგომლობა მამულის გასამართავად და შენობების შესაკეთებლად თანხის მოსაპოვებლად. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე, წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25545; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .