საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25561

ფაქტი 25561

1912 წლის 17 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ მთავარი გამგეობის N273 მოწერილობის თანახმად, 1912 წლის 3 იანავარს თელავის განყოფილების გამგეობამ ყვარელში ჩაიბარა ი. გ. ჭავჭავაძის მამული და შეადგინა ჩაბარების ოქმი, რომელშიც მამულის სრული ინვენტარი აღწერა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და მდივანი ზ. მარკოზაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25561; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .