საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25564

ფაქტი 25564

1911 წლის 24 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილსის გუბერნიის სათავადაზნაურო მიწათა კომისიამ ამცნო, რომ 4 ოქტომბერს თავადაზნაურობის წინამძღოლმა სათავადაზნაურო ბანკში შეიტანა სოფელ ყვარელში მდებარე ი. გ. ჭავჭავაძის მამულის შესაძენად საჭირო თანხის (5344 მან. და 34 კაპ.) ნაწილი, კერძოდ 677 მან. და 71 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ მიწათა კომისიის თავმჯდომარე დ. ფავლენიშვილი და საქმისმწარმოებელი ალ. ყიფშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25564; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .