საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25574

ფაქტი 25574

1912 წლის 9 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას 27 სექტემბრის მოხსენების ასლი. მოხსნება ვართაგავას მიერ თელავის სკოლის დათვალიერებას ეხებოდა. მთავარმა გამგეობამ სთხოვა თელავის განყოფილების გამგეობას გაეთვალისწინებინა ვართაგავას შენიშვნები და ზომები მიეღო ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გ. ყაზბეგი და საქმისმწარმოებლი გ. ბურჭულაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25574; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .