საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის გასხვისების ზოლის, ქ. ფოთისა და ფოთის პორტისა და მისი რაიონების გენერალ-გუბერნატორი, გენერალ-მაიორი კარალოვი 1918 წლის 17 დეკემბერს საგუშაგო ბატალიონის მეთაურსა და რკინიგზის მილიციის უფროსს უბრძანებს, დაუყოვნებლივ ჩაიბარონ სამხრეთი მონაკვეთი და მთელი კახეთის რკინიგზა თავისი დაცვის ქვეშ, მის მიერ მიცემული მითითებების თანახმად. ხელს აწერს გენერალ გუბერნატორის ადიუტანტი, პოლკოვნიკი ივკოვი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტრო. ბათუმ-ტრაპეზუნდის სამხედრო რკინიგზის საველე სამმართველო | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 9
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი