საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25585

ფაქტი 25585

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავას თქმით, სკოლა მოთავსებული იყო დარია შიუკაშვილის ერთსართულიან სახლში, სასამართლოს ქუჩაზე. იმ დროისათვის სკოლას დაქირავებული ჰქონია სამი ოთახი, მომავალში აპირებდნენ ხუთი ოთახის დაქირავებას. ორი ოთახი დაეთმობოდა განყოფილებებს, ორი ოთახი – მასწავლებლებს, ერთიც – ბავშვებს, იმ დღეებისთვის, როცა გარეთ ვერ შეძლებდნენ გასვლას უამინდობის გამო. სკოლას გააჩნდა ფართო აივანი, ეზო, სამზარეულო, მოსამასახურეების ოთახი და სარდაფი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25585; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .