1881 წლის 23 ნოემბერს ლანჩხუთის სასოფლო სასწავლებლის მასწავლებელი სპირიდონ კვირკველია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ ესაჭიროებოდათ შემდეგი წიგნები და ნივთები: „დედაენა“ – 29 ეგზემპლარი, დედანი − 40, „ბუნების კარი“ − 7, ასპიდის ფიცარი − 24, ფანქარი − 49, გრიფილი − 58.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი